This website uses cookies so that we can provide you with the best user experience possible. Cookie information is stored in your browser and performs functions such as recognising you when you return to our website and helping our team to understand which sections of the website you find most interesting and useful.
BLUE PORTS-ის შესახებ
გამოწვევა
უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვით, პორტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მიწოდების ჯაჭვის მართვაში ეროვნულ და არა მარტო ეროვნულ ეკონომიკაში, ტრანსპორტირებისა და სერვისების მეშვეობით. ევროპაში 1200-ზე მეტი პორტი ფუნქციონირებს, რომლებიც ჯამურად 2,5 მილიონ სამუშაო ადგილს ჰქმნიან. საზღვაო ტრანსპორტი, ევროკავშირის მასშტაბით CO2 ემისიების 3-4%-ს წარმოქმნის, ხოლო 6-7% წარმოიქმნება ნავმისადგომებზე, რასაც ემატება “გამწვანების” ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების ნაკლებობა.
BLUE PORTS მზად არის ევროპული პორტების წინაშე მდგარ გამოწვევებთან შესახვედრად, რათა ეფექტურად შეამციროს მათი გარემოზე ზემოქმედება, პორტების ადამიანური კაპიტალისთვის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების ზრდით.
ჩვენი მისია
BLUE PORTS აძლიერებს ადამიანური კაპიტალის უნარებსა და შესაძლებლობებს პორტის ეკოსისტემაში, ფოკუსირებულია მცირე და საშუალო პორტებზე, რათა ხელი შეუწყოს მათ “გამწვანებას”. ევროპულ დონეზე ორმხრივად აღიარებული ტრენინგისა და სერთიფიცირების სქემის მიწოდებით, ის კონკურენტულ უპირატესობას სთავაზობს ლურჯი ეკონომიკის ფარგლებში დასაქმებულ ადამიანურ კაპიტალს. |
BLUE PORTS ქსელი
კონსორციუმი, ოთხმაგი ინოვაციების სპირალში აერთიანებს ბაზრის მთავარ აქტორებს ოთხი ქვეყნიდან: საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და საქართველოდან. ქსელი, აერთიანებს საზღვაო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ლურჯ ეკონომიკაში ჩართულ ინდუსტრიას, სამოქალაქო საზოგადოებას, გარემოსდამცველ ორგანიზაციებს და მმართველობას ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და ტრანსნაციონალურ დონეზე.
შედეგები
ახალი, ISO/IEC 17024-ის შესაბამისად მოქმედი სერტიფიცირების სქემა, ორმხრივად არის აღიარებული ევროკავშირის მასშტაბით. სქემა გთავაზობთ ახალი კვალიფიკაციის მიღებისა და არსებული კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებს, კარიერული წინსვლის, სამუშაო მობილობის და უნარების შენარჩუნების დასაჩქარებლად..
თემატიკას მორგებული ტრენინგ მეთოდოლოგია და ციფრული მასალა, სრულად მოიცავს მწვანე ტექნოლოგიების გადაწყვეტილებებს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისა და სერვისების ინტეგრაციას, გარემოზე ზემოქმედების კვალის მინიმუმამდე დასაყვანად პორტის საქმიანობაში.
200-ზე მეტი სერტიფიცირებული პერსონალი, მათ შორის პორტებში დასაქმებულები, ოპერატორები და მენეჯმენტი.
სასწალო კურსები და კარიერაზე ორიენტირებული ღონისძიებები, უზრუნველყოფენ 300-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდის მოტივირებას, ხელს უწყობენ მათ სამომავლო დასაქმებასა და ადაპტირებას.
BLUE PORTS ქსელი, აერთიანებს დაინტერესებულ მხარეებს ღირებულების ჯაჭვის ყველა ნაწილიდან (დამსაქმებლები, თანამშრომლები, აკადემიური წრეები, საბოლოო მომხმარებლები, სოციალური პარტნიორები, კომპეტენტური ორგანოები).
გზამკვლევი BLUE PORTS სქემის ათვისებისთვის ევროპის, ხმელთაშუა და შავი ზღვის მასშტაბით.
საზოგადოების ჩართულობა
5 ქვეყანა
8 პარტნიორი
48
დაინტერესებული მხარე
განვითარების სტადიები
საწყისი წერტილი-ბაზრის რუქა
საბაზისო კვლევა. ტრენინგის საჭიროებებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება, არსებული ტრენინგის შეთავაზება, შესაბამისი ინიციატივები და პოტენციური სინერგია.
ეროვნული ტექნიკური კომიტეტები
ოთხმაგი ინოვაციის სპირალში, ღირებულების ჯაჭვის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად უზუნველყოფს სტრუქტურირებული საკონსულტაციო ჩარჩოს შექმნას.
სასწავლო კურსის დიზაინის შემუშავება
სასწავლო მეთოდოლოგიის, სილაბუსის, სასწავლო მასალისა და ვირტუალური სასწავლო გარემოს შემუშავება.
სასერთიფიკატო სქემის შემუშავება
სერტიფიცირების სქემის შინაარსის, შეფასების კრიტერიუმების, პროცედურების და დოკუმენტაციის განსაზღვრა.
ტესტირება და შეფასება
ტრენერების გადამზადება და საპილოტე კურსების ჩატარება. მსმენელთა შეფასება სასერთიფიკატო გამოცდების მეშვეობით.
BLUE PORTS სქემის გავრცელება
დადებითი გავლენა. BLUE PORTS ტრენინგისა და სერტიფიცირების სქემის გათავისება და მეინსტრიმინგი ევროკავშირის მასშტაბით.
BLUE PORTS ეროვნული ტექნიკური კომიტეტები
BLUE PORTS ეროვნული ტექნიკური კომიტეტები, პორტის ეკოსისტემის დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობას და მათთან სტრუქტურირებულ კონსულტაციას ემსახურებიან. კომიტეტები, BLUE PORTS სერტიფიცირების სქემის სანდოობის ჩამოყალიბებას ისახავენ მიზნად. ისინი აერთიანებენ ღირებულების ჯაჭვის წარმომადგენლებს, მათ შორის დამსაქმებლებსა და თანამშრომლებს, სერტიფიცირების/ტრენინგის პროვაიდერებს, საბოლოო მომხმარებლებს, კომპეტენტურ ორგანოებსა და სოციალურ პარტნიორებს.
მათი კრიტიკული როლი BLUE PORTS სქემის განსაზღვრაში შემდეგია:
– ინდუსტრიის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სექტორის სტრატეგიული პრიორიტეტების, უნარების, ხარვეზებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებაში დახმარება.
– შესაბამისი საკვალიფიკაციო ჩარჩოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობა.
– საპილოტე ტრენინგებისა და BLUE PORTS სქემის ფართოდ დანერგვის ხელშეწყობა.